ახალი ამბები
პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირი ზუგდიდელი ბადრი ესებუაა - შსს
პოლიციის მიერ "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირი 1988 წელს დაბადებული ზუგდიდელი ბადრი ესებუაა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე თქვა, ამ ეტაპზე ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით პოლიცია საგამოძიებო-სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.
"უწყებისთვის იმ ღამესვე იყო ცნობილი პირის ვინაობა, თუმცა გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე არ მოხდა მისი გასაჯაროება. ამიტომაც მოვუწოდეთ მედიას, იმ შემთხვევაში თუ გახდებოდა დამნაშავის ვინაობა ცნობილი, თავი შეეკავებინათ ინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამ წუთებში სოფელ ალერტკარში სავარაუდო თავდამსხმელის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. ასევე, ცოტახნის წინ ზუგდიდში, ზაქარაიას ქუჩაზე ჩხრეკა ჩატარდა ესებუას ნათესავის სახლში.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა. მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა.

შსს სამინისტრომ აღნიშნულ საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

სამივე მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი მიიმალა

შსს ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელმა, სხვა მძევლებთან ერთად, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაიყოლა

ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულდა 

გეგა შენგელია: მიდის ამის დაზუსტებაზე მუშაობა, თუ რამდენი მძევალი რჩება შენობაში

ზუგდიდში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 5 საათზე მეტია მიმდინარეობს

შს მინისტრი ზუგდიდში იმყოფება 

ზუგდიდის ცენტრში ჯავშანმანქანები გამოჩნდა 

ზუგდიდის ცაზე ვერტმფრენმა დაიწყო პატრულირება

ზუგდიდში ბანკიდან კიდევ ერთი მძევალი გამოვიდა (ვიდეო)

ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი პირი 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელმა ასაკოვანი და ორსული ქალი ბანკიდან გამოუშვა - თვითმხილველი

ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალაში შეარაღებული პირი შეიჭრა



Print