ახალი ამბები
გიორგი გახარიამ სამხარეო ადმინისტრაცია კომენტარის გარეშე დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფებოდა, ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. მას ჟურნალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში შენობის გარეთ ელოდებოდნენ, თუმცა მთავრობის მეთაურმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

გახარიამ მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ ის უთხრა, რომ ის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს მალხაზ თორიას შეხვდა.

შეხვედრაზე, სავარაუდოდ, საუბარი შეეხო „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის და მძევლების აყვანის საქმეს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და მას სავარაუდოდ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში წალენჯიხიდან ჩამოვიდა და ის ახლა ფოთში მიემგზავრება.

Print