ახალი ამბები
ხობში მატარებლის დაჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა
ხობში, სოფელ ნოჯიხევთან 55-წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ქალმა მატარებლის მოახლოება ვერ შენიშნა.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print