ახალი ამბები
მესტიის შესასვლელი აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ
მესტიაში ადგილობრივები საპროტესტო აქციას დილიდან მართავენ. ისინი თბილისი- მარნეულის გზაზე "ქართული ოცნების" წევრის ბადრი შუბითიძის ცემის ბრალდებით დაკავებული ოთხი მესტიელის, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. მესტიელები ამბობენ, რომ დაკავებულები შერჩევითი სამართლის მსხვერპლები არიან. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ დაბა მესტიის შესასვლელი.

„ეს იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტი, რომელიც გააფორმეს პოლიტიკურ ინციდენტად. ვართ შერჩევითი სამართლის მსხვერპლები. პროკურატურამაც კი აღიარა,  რომ ეს არაა პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება.  თავისუფლად შეიძლებოდა მათი გამოშვება გირაოთი“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ დაკავებულები აქტივისტები არიან და შესაძლოა მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ამ საკითხს უკავშირდებოდეს.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” წევრის, თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ  7 ოქტომბერს თბილისში  4 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, სამივე მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
Print