ახალი ამბები
გორის ავტობანზე ავტოავარიას ხუთი ზუგდიდელი მამაკაცი ემსხვერპლა
გორის ავტობანზე წუხელ გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 11 ადამიანი. ტრაილერი, სავარაუდოდ,  გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელსაც  მგზავრები თბილისიდან ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქციიდან მოჰყავდა.  

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა. ისინი გორის კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარს გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

"მომხდარის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია.სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.
Print