ახალი ამბები
გორთან ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ზუგდიდელი მამაკაცი გარდაიცვალა
გვიან ღამით გორთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში კლინიკა "გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში იყო გადაყვანილი.

გორის ავტობანზე წუხელ, გვიან ღამით ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 11 მგზავრი. ტრაილერი, სავარაუდოდ, გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელსაც მგზავრები თბილისიდან ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქციიდან მოჰყავდა. რამდენიმე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა. 

შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.
Print