ახალი ამბები
ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარემ საჩივარი უგულავას ფოტოს "მოწონებისთვის" დამიწერა - კომისიის წევრი "ევროპული საქართველოდან"
#67 საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრი "ევროპული საქართველოდან" ბესიკ დონაძე საოლქოს თავმჯდომარეს მირანდა მესხს მმართველი პარტიის დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს. დონაძის თქმით, მესხმა მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი სოციალურ ქსელში გიგი უგულავას ფოტოს "მოწონებისთვის" დაუწერა.

ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე კომისიის წევრმა "ცესკოს" ხელმძღვანელს მოუწოდა, რომ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, თამარ ჟვანიამ მისი ახლო მეგობარი მირანდა მესხი გააკონტროლოს.

თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ მირანდა მესხი ამ დროისთვის კომენტარს დროის უქონლობის გამო ვერ გააკეთებს.
Print