ახალი ამბები
ზუგდიდის ყველა საარჩევნო უბანი დარღვევების გარეშე გაიხსნა - საოლქო (ვიდეო)
ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში ყველა საარჩევნო უბანი დარღვევებისა და ექსცესების გარეშე გაიხსნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ყველა უბანზე დაწყებულია. მესხი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის საოლქოში დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში 109 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 2 რუხისა და ანაკლიის კოვიდმიმღებ ცენტრებში მყოფ მოქალაქეებს მოემსახურება. ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ ოლქში სულ 120 312 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print