ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდში #3 უბანზე "ოცნების" კოორდინატორები ფულს არიგებენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ზუგდიდში #3-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს მმართველი პარტიის აგიტატორები ფულს არიგებენ. როგორც ენმ-ის ერთ-ერთი დამკვირვებელი ამბობს, ქალი, რომელიც აღნიშნული უბნის ტერიტორიაზე მანქანით იმყოფებოდა, მოქალაქეებს სხვადასხვა კუპიურას აძლევდა, რისი ამსახველი ფოტო მასალაც მოეპოვებათ.

ფაქტს უარყოფენ მანქანაში მყოფი "ქართული ოცნების" კოორდინატორები. მათი თქმით, ისინი მანქანაში მხოლოდ საჭმელად ჩასხდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა უბნის მაჟორიტარი, ზუგდიდის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" თაზო ფაცაცია. მისი მტკიცებით, ეს ოპოზიციის მორიგი ცილისწამებაა.


Print