ახალი ამბები
ხმა ცვლილებებსა და საქართველოს წარმატებულ მომავალს მივეცი - ალექსანდრე ახვლედიანი
"ლელო საქართველოსთვის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი ზედაეწერის 102 - ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. კანდიდატის თქმით, მან ხმა ცვლილებებსა და საქართველოს წარმატებულ მომავალს მისცა.

"რა თქმა უნდა მხარი დავუჭირე ჩემს თავს. ზუგდიდს სჭირდება სამუშაო ადგილი, ზუგდიდს სჭირდება  სიღარიბიდან ამოსვლა, ყველა ოჯახს სჭირდება შემოსავალი და ჩვენ ამ ალტერნატივას აუცილებლად გავაჩენთ", - აღნიშნა ახვლედიანმა.

12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი 9 945-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 16,1% მივიდა.
Print