ახალი ამბები
ახალაბასთუმნის საარჩევნო უბანთან ხმაური იყო
ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმნის 33-ე საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე ენმ-ის წევრები და მმართველი გუნდის მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, "ქართული ოცნება" ადგილზე ე.წ. კარუსელის დატრიალებას აპირებს. ადგილზე მყოფი მმართველი გუნდის მხარდამჭერები კი მათ პროვოკაციაში ადანაშაულებენ.





Print