ახალი ამბები
ზუგდიდში რეგისტრირებული 120 312 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 55 427 - მა მოქალაქემ გააკეთა 
საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში ყველა უბანი რვა საათზე დაიხურა, გარდა ორი უბნისა, სადაც ხმას თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები აძლევენ.

მის თქმით, 20:00 საათის მონაცემებით, სულ რეგისტრირებული 120 312 ამომრჩევლიდან, არჩევნებში 55 427-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

"20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 55 427 მოქალაქემ მიიღო, რაც 46.10%. ჩვენ გვქონდა 107 უბანი და ორი კოვიდ უბანი, ანუ სპეც უბანი. ყველა უბანი დახურულია. მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი უბანი რჩება სადაც კენჭისყრის პროცესი ცხრა საათის ჩათვლით დასრულდება. 110-ე უბანზე ყველა გადასატანი ყუთი შემოსულია, რაც შეეხება 109-ე უბანს კენჭისყრის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა. ნაწილი რაოდენობა გადასატანი ყუთებისა შემოვიდა, დარჩენილია თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მომსახურება გადასატანი ყუთის თაობაზე და ეს ბოლო მონაცემი არ გვაქვს. 16 საჩივარი არის დარეგისტრირებული ამ ეტაპზე", - ამბობს მირანდა მესხი.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში 109 საარჩევნო უბანი იყოს გახსნილი, აქედან, 2 რუხისა და ანაკლიის კოვიდმიმღებ ცენტრებში მყოფ მოქალაქეებს ემსახურება. აღნიშნულ ოლქში სულ 120 312 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 64 073 ქალია, ხოლო 56 239 მამაკაცი.




Print