ახალი ამბები
ჩიქოვანი - 45.97%, ჯალაღონია 37.59% - ზუგდიდის 20 უბნის მონაცემი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ დროისთვის ზუგდიდის #27 მაჟორიტარული ოლქის 20 საარჩევნო უბნის მონაცემებია გამოქვეყნებული.

ხმები ასე განაწილდა:

ირაკლი ჩიქოვანი ("ქართული ოცნება") - 4091 (45.97%)

მალხაზ ჯალაღონია ("ენმ – ძალა ერთობაშია") - 3345 (37.59%)


რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" კანდიდატს, გიგი უგულავამ ამ ეტაპზე ხმების 8.21% (731 ხმა) მიიღო.

ზუგდიდში რეგისტრირებული 120 312 ამომრჩევლიდან, არჩევნებში 55 427-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც 46.10 % შეადგენს. #27 მაჟორიტარულ ოლქში 109 საარჩევნო უბანი იყოს გახსნილი, აქედან, 2 რუხისა და ანაკლიის კოვიდმიმღებ ცენტრებში მყოფი ამომრჩევლისთვის.

Print