ახალი ამბები
36 უბნის მონაცემებით, 25-ე მაჟორიტარულ ოლქში ალექსანდრე მოწერელია ლიდერობს
მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს 25-ე მაჟორიტარულ ოლქში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ალექსანდრე მოწერელია ლიდერობს 51, 33 %-ით. ცესკო-ს ვებ-გვერდის თანახმად, დათვლილია 36 უბნის მონაცემი და "ქართული ოცნების" კანდიდატს ხმა 6349 ამომრჩეველმა მისცა. მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი როლანდ ფიფია ხმების 35, 3%-ით. ფიფია 36 უბანზე 4 366-მა მოქალაქემ ამოხაზა. აღნიშნული ორი კანდიდატის შემდეგ 25-ე ოლქში, ჯერჯერობით, ყველაზე მეტი ხმა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ლელა ქებურიამ აიღო (4, 66% - 577 ხმა).

მონაცემები ცესკოს ვებ-გვერდზე პერიოდულად ახლდება.

ამავე თემაზე:


ჩიქოვანი - 45.97%, ჯალაღონია 37.59% - ზუგდიდის 20 უბნის მონაცემი



Print