ახალი ამბები
ზუგდიდის მერი: მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა პირველ ტურში, თუმცა ეს მხარდაჭერა არ აღმოჩნდა საკმარისი. ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მერი გეგა შენგელია არჩევნების წინასწარ შედებს, რომლის მიხედვით მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი პირველ ტურშივე ვერ იმარჯვებს.

„მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ და ჩვენი კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის სახით საქართველოს პარლამენტში ზუგდიდელებს ძალიან ღირსეული ხმა ეყოლება“, - აღნიშნა შენგელიამ.

მისი შეფასებით, არჩევნები გაყალბებისა და დარღვევების გარეშე ჩატარდა და მისივე თქმით, ამის თქმის საშუალებას იძლევა ის ფაქტი, რომ ჩიქოვანს ცოტა ხმა დააკლდა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის.
Print