ახალი ამბები
მალხაზ ჯალაღონია: მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ
ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისივე თქმით, მიუხედავად მისი ამ გადაწყვეტილებისა პარტიის პოზიციას მაინც დაელოდება.

„ივანიშვილმა ეს არჩევნები გააყალბა ყველა დონეზე. გაყალბება დაიწყო დიდი ხნით ადრე. მათ გამოიყენეს ადმინისტრაციული რესურსი და მოისყიდეს ეს ადამიანები. დააშინეს ადამიანები, ამ დაშინებაში მონაწილეობდნენ, როგორც კრიმინალები, ისე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. ხმების თავიდან გადათვლა არაფერ შედეგს არ მოგვცემს, დარწმუნებული ვარ. მე თვითონ არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას მეორე ტურში, თუმცა ეს პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს საბოლოოდ. მე აზრს ვერ ვხედავ, მეორე ტურში მონაწილეობა ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ პირველი ტურის შედეგებს“, - ამბობს მალხაზ ჯალაღონია.

ბოლო მონაცემებით, ზუგდიდში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება და მისი კონკურენტი მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი იქნება.
Print