რეგიონი
შამგონაში 89 ბლოკი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ფინანსურმა პოლიციამ 89 ბლოკი (17 800 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის 3 ფაქტი გამოავლინა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა.

ამავე ცნობით, ფინანსურმა პოლიციამ სამეგრელოში, გურიასა და ზემო სვანეთში 562 კოლოფი (11 240 ღერი) უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინა. საქმის მასალები, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნება.




Print