ახალი ამბები
ზუგდიდში 3 ბაღი სრულად, 2 კი ნაწილობრივაა დახურული
ზუგდიდში რამდენიმე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. მერიის ააიპ "ბაღების გაერთიანების ცენტრის" ხელმძღვანელის ხათუნა თოლორაიას ინფორმაციით, ქალაქის მე-17 და მე-14 ბაღები, ასევე, სოფელ ნაწულუკუს საბავშვო ბაღები დახურულია, რადგან აქ კორონავირუსი აღმზრდელს, ძიძასა და გამგეს დაუდასტურდათ.

"ამ ბაღებში გვაქვს ინფიცირების შემთხვევები. ასევე, ქალაქის მეორე და მეათე ბაღებში, სადაც ვირუსი გამგესა და ძიძებს დაუდგინდათ, ის ჯგუფებია დახურული, რომელთანაც ამ პირებს ჰქონდათ შეხება", - აღნიშნა თოლორაიამ.

მისივი ინფორმაციით, ორშაბათიდან სააღმზრდელო პროცესი ნაწულუკუსა და მე-17 ბაღებში განახლდება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღების დახურვას, ხათუნა თოლორაია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს.
Print