ახალი ამბები
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა საოლქოსთან ასფალტზე "გაყალბებული" ოქმები დააკრეს
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინ ასფალტზე აქციის მონაწილეებმა იმ ოქმების ასლები დააკრეს, რომელიც, მათი მტკიცებით, გაყალბებულია. ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წარმომადგენლები, თითქმის, ერთი საათის განმავლობაში ოლქის თავმჯდომარესთან მირანდა მესხთან შეხვედრას და ამ ოქმების გადაცემას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ისინი ამტკიცებენ, რომ მესხმა, მმართველი პარტიის დაკვეთით, ზუგდიდში არჩევნები გააყალბა და საოლქოს შენობასთან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. 

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
Print