ახალი ამბები
მალხაზ ჯალაღონიას კორონავირუსი დაუდასტურდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" ჯალაღონიამ  დაუდასტურა და თქვა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს.

"რამდენიმეა დღეა, თვითიზოლაციაში ვარ. არც შტაბში ვყოფილვარ და არც სადმე სხვაგან. ჩემს მეუღლეს და მე დაგვიდასტურდა. სახლში ვმკურნალობ", - გვითხრა ჯალაღონიამ.

დღეს ზუგდიდში კორონავირუსის 82 შემთხვევა გამოვლინდა.
Print