ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 3 ადამიანი
9 ნოემბრის მონაცემებით, აფხაზეთში 253 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 52-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 105 კოვიდ პაციენტი გადის. მათგან 29 მძიმე მდგომარეობაშია.

გუდაუთის კოვიდ - მიმღებ ჰოსპიტალში, 7 და 8 ნოემბერს 3 ადამიანი გარდაიცვალა, 1950 და 1957 წლებში დაბადებული ორი მამაკაცი და 77 წლის ქალი. სამივე სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის ინფექციის და ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონიის დიაგნოზით შეიყვანეს. მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური თერაპიისა, პაციენტების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 32 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 42 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 4772 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2929 პირი. გარდაცვლილია 55 პაციენტი.

Print