ახალი ამბები
ზუგდიდის 12 სოფელში სკოლები დახურულია
ზუგდიდის სოფლების სკოლების ნაწილი კორონავირუსის გავრცელების გამო დახურულია და სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ვირუსი დადასტურებული აქვს რამდენიმე ათეულ მოსწავლეს და მასწავლებელს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ონლაინ სწავლებაზე გადასულია სკოლები შემდეგ სოფლებში: ცაიში, რუხი, ორსანტია, კახათი(#2), ჭკადუაში, ჯუმი, ტყაია, ჯიხაშკარი (#1), დიდინეძი, ჭითაწყარი, ინგირი (#1) და ყულიშკარი.

ამავე ცნობით, დღეს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა კახათის პირველ საჯარო სკოლაში, რომელიც ასევე კორონავირუსის გამო რამდენიმე კვირა დახურული იყო.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ-19 202 პირს დაუდგინდა.

ზუგდიდის სოფლებში სულ 39 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.
Print