ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ 136 პირს დაუდგინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ზუგდიდში ახალი კორონავირუსის 136 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები.

ინფორმაციისთვის, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში Covid 19 კიდევ 294 პირს გამოუვლინდა.
Print