ახალი ამბები
ზუგდიდში 73 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა
ზუგდიდში ასაკოვანი მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ბინაზე მკურნალობდა და მას თანმხლები მძიმე დაავადებები ჰქონდა. 73 წლის მამაკაცს ვირუსული ინფექცია 4 ნოემბერს გამოუვლინდა და ის დღეს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 136 ზუგდიდში დაფიქსირდა.
Print