ახალი ამბები
ზუგდიდის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, საოლქო კომისიამ, რომელიც ახლა შემაჯამებელ სხდომას მართავს, მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბებაში და მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.

აქციის მონაწილეებს ხელში სხვადასხვა შინაარსის პლაკატები უჭირავთ: " ნუ გვართმევთ მომავალს", "ქართული ოცნების შტაბი" და სხვ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
Print