ახალი ამბები
სულგუნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოში სულგუნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აწერს. ამავე დოკუმენტით კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობასაც მიენიჭა.

"საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ: მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – "ტრადიციული აჭარული ნაქარგობა" და "სულგუნის ტრადიცია საქართველოში", - აღნიშნულია დოკუმენტში.


Print