ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 287 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობასი სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი კორონავირუსის კიდევ 287 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინიტსრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სულ, მისივე ინფორმაციით, საქართველოში 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 3 342 პირი, გარდაიცვალა 37 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონმავირუსის 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 55 511- მდე ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით 636 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
Print