რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 248 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 248 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ქვეყანის მასშტაბით 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 387 პირი გამოჯანმრთელდა. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსი 62 061 ადამიანმა დაამარცხა.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888. 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 629, აჭარაში - 926, იმერეთში - 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 118, იმერეთში - 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 98, იმერეთში - 31. 3 280 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 264 - იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 326 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში -1 204, ხოლო იმერეთში - 32.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 15 267 ადამიანი“, -აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც თბილისში არის 10 315 პირი, აჭარაში - 17 972, იმერეთში - 4 964.

Print