ახალი ამბები
ბოლო 9 თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში ავარიის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
სამეგრელო-ზემო სვანეთში 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებში ვკითხულობთ. ამავე ცნობით, სულ აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა სახის 214 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, ბოლო 9 თვის განმავლობაში ავარიებში 312 პირი დაშავდა.

სულ შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის იანვრიდან დღემდე საქართველოში მომხდარი 3 707 შემთხვევის დროს 337 ადამიანი დაიღუპა, 5 004 პირი კი დაშავდა.

ფოტო: შსს
Print