ახალი ამბები
დღეიდან ზუგდიდის 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა ონლაინ იწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება. საკრებულოს ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომები დისტანციურად (Zoom-ის პლატფორმის საშუალებით) გაიმართება. ამავე ცნობით, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა,  დისტანციურ რეჟიმში ჩაერთონ ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში.

პროექტის განხილვების გრაფიკი:

17 ნოემბერი, 12:00 საათი - საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია; იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია (გაერთიანებული სხდომა).

17 ნოემბერი, 15:00 საათი - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისია.

18 ნოემბერი, 12:00 საათი - ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია.

18 ნოემბერი, 14:00 საათი - ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია.

18 ნოემბერი, 16:00 საათი - საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

24 ნოემბერი, 12:00 საათი - საკრებულოს ფრაქციები: "მრეწველები", "მწვანეები" და "კონსერვატორები" (გაერთიანებული სხდომა).

24 ნოემბერი, 13:00 საათი - საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

24 ნოემბერი, 14:00 საათი - საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო".

Print