ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 355 პირს გამოუვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამავე ინფორმაციით, სულ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, გარდაიცვალა 45 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 85 952-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 929-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ არის 778 გარდაცვალების შემთხვევა.


Print