ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აფხაზეთში 317 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 75-ს Covid – 19 დაუდასტურდა. 16 და 17 ნოემბერს გუდაუთის ჰოსპიტალში კორონავირუსისგან 73 და 82 წლის, ორი მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 73 კოვიდპაციენტი გადის. მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია.

სოხუმის ინფექციურში 26 კოვიდდადებითი პირი გადის მკურნალობის კურსს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრსოს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 34 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 5174 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3483 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა 64-ს შეადგენს.




Print