ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული. შემთხვევა, რომლის დროსაც ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, ცოტა ხნის წინ მოხდა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორ პაციენტს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, მესამეს კი სხივის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print