ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით დაინფიცირების 65 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში 256 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 65-ს Covid – 19 დაუდასტურდა. 22 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, 17 და 18 ნოემბერს, კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან 2 პაციენტი გარდაიცვალა, 1941 წელს დაბადებული მამაკაცი და 1962 წელს დაბადებული ქალი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მედიკოსებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სოხუმის ინფექციურში 29 კოვიდდადებითი პირი გადის მკურნალობის კურსს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 37 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 5278 შემთხვევა დაადასტურა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3608 პირი, გარდაცვლილთა რაოდენობა 67-ს შეადგენს.


Print