ახალი ამბები
ზუგდიდის მერი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"კორონავირუსისგან გამოვჯანმრთელდი. მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდები. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შენგელია.

ზუგდიდის მერს კორონავირუსი 11 ნოემბერს დაუდასტურდა.
Print