ახალი ამბები
რუხში შედარებით მძიმე 73 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში საშუალოდ მძიმე 73 პაციენტი მკურნალობს, სულ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 158 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას. გარდა ამისა, ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი რჩება, მათგან 9 პირის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 127 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 165 ადამიანი.
Print