ახალი ამბები
ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარე: დილით მანქანა დალეწილი დამხვდა
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის თქმით, დილით მას მანქანა დაზიანებული დახვდა. როგორც ის ამბობს, მან უკვე მიმართა პოლიციას.

"7-ის წუთები იყო, ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე და დაგვხვდა ეს სიურპრიზი. ამხელა ქვა გვერდზე, წინა მხარე ჩალეწილი, უკანა მხარეც, შიგნით ნამსხვრევებად ქცეული ყველაფერი. განაცხადი გაკეთებულია, ზარი დაფიქსირებულია 112-ზე და ალბათ მოხდება შესაბამისი რეაგირება", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
Print