ახალი ამბები
12:00 საათისთვის ზუგდიდში კენჭისყრაში მონაწილეობა 10,67%-მა მიიღო
12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრაში მონაწილეობა 12 830 მოქალაქემ მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 10,67 %-ს შეადგენს. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, დარღვევები არ ფიქსირდება და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის პირველ ტურში მოქალაქეების აქტივობა 16%-ზე მეტი იყო.

#27-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 120 255 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print