ახალი ამბები
მალხაზ ჯალაღონია: დღევანდელი შედეგი ვერ ასახვას ხალხის რეალურ განწყობას
ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია, რომელიც პროტესტის ნიშნად მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს, ამბობს, რომ დღევანდელი შედეგი ვერ იქნება ხალხის რეალური განწყობის ამსახველი. მისივე თქმით, მეორე ტურში მონაწილეობის მიღება ნიშნავს, რომ ვაღიარებთ პირველი ტურის შედეგებს.

"მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას ასევე იმიტომ არა აქვს აზრი, რომ არის იგივე საარჩევნო ადმინისტრაცია. მესამე მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ამომრჩეველი გვეუბნებოდა, რომ მეორე ტურში არ მივიდოდა არჩევნებზე. რა თქმა უნდა დღევანდელი შედეგი ვერ ასახავდეს იქნება ხალხის რეალურ განწყობას. დღეს დილით ბატონმა ივანიშვილმა ბრძანა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიციის კანდიდატები ჩუმად მოვუწოდებთ ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ, რაც ასევე ტყუილია. შედეგებს რაც შეეხება, არ დასვამენ 100%-ს 0% ზე, ვფიქრობ ისე გააკეთებენ, რომ იყოს 57 % 43%-თან", - თქვა ჯალაღონიამ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 48,24 % მიიღო, ხოლო ენმ-დან მალხაზ ჯალაღონიას 36, 93 %-მა დაუჭირა მხარი. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ის გააყალბა, რასაც ბუნებრივია უარყოფენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები.
Print