რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის კიდევ 389 შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 389.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3 856 პირი.

ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 104 732-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 85 639-მდე, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდეახალი ვირუსული ინფექციით 976 ადამიანი გარდაიცვალა.


Print