ახალი ამბები
სოხუმი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს გაახანგრძლივებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის თამაზ ცახნაკიას განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 24 ნოემბრის შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ მან "აბაზა ტვ" - ს განუცხადა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მოსახლეობის კორონავირუისისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი მიიღებს.

ცახნაკიას პროგნოზით, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კარანტინი იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, ასევე, მოსალოდნელია სხვა რეგულაციების გამკაცრებაც.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, სოხუმმა 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით დამატებითი შეზღუდვები დააწესა, რომელთა თანახმად, ამ აფხაზეთში იკრძალება მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, კულტურული და საგამოფენო ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, არ მოქმედებენ სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. იკრძალება სპა და მასაჟის სალონების, საუნების მუშაობა.

შეზღუვდები მოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ საზოგადობრივი თავშეყრის ადგილებში ატარონ სამედიცინო პირბადეები, დაიცვან ჰიგიენის შესაბამისი ნორმები და სოციალური დისტანცია.

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 5380 შემთხვევა დაადასტურა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3616 პირი, გარდაცვლილთა რაოდენობა 68-ს შეადგენს.



Print