ახალი ამბები
რუხსა და ფოთში 300-ზე მეტი კოვიდინფიცირებული მკურნალობს
სამეგრელოს მასშტაბით, რუხისა და ფოთის კოვიდმიმღებ კლინიკებში 327 კოვიდინფიცირებული პირი გადის მკურნალობას. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება 158 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 73 პაციენტია, ფოთის კლინიკაში კი იმყოფება 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე - 11.

საკარანტინო სივრცეებში რეგიონის მასშტაბით 169 ადამიანი რჩება.

Print