რეგიონი
კორონავირუსით ზუგდიდში მცხოვრები 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კოვიდინფიცირებული მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, ის თავდაპირველად ფოთის ერთ-ერთ კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და ქუთაისში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, მას გულ-სისხლძარღვთა და სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა. 68 წლის მამაკაცს კოვიდ-19 გასულ კვირაში დაუდასტურდა.
Print