ახალი ამბები
კორონავირუსით ზუგდიდის კიდევ ერთი მკვიდრი გარდაიცვალა
ზუგდიდიში მცხოვრები კოვიდინფიცირებული 75 წლამდე მამაკაცი გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ახლობლების ცნობით, მას გულ-სისხლძარღვთა და სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24:00 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა.

Print