ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 200-მდე პაციენტი მკურნალობს
სამეგრელოს მასშტაბით ორ კოვიდმიმღებ კლინიკაში 192 ინფიცირებული მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში იმყოფება 152 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისა 64, ფოთის კლინიკაში კი მკურნალობის კურსს გადის 40 ინფიცირებული, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.

რეგიონში ბოლო 24 საათში ვირუსული ინფექცია 189 პირს გამოუვლინდა.
Print