ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გაახანგრძლივა
სოხუმმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 2021 წლის 12 იანვრამდე გაახანგრძლივა. შესაბამის განკარგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.

12 იანვრამდე იკრძალება მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, კულტურული და საგამოფენო ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, არ მოქმედებენ სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. იკრძალება სპა და მასაჟის სალონების, საუნების მუშაობა. 

შეზღუვდები მოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ საზოგადობრივი თავშეყრის ადგილებში ატარონ სამედიცინო პირბადეები, დაიცვან ჰიგიენის შესაბამისი ნორმები და სოციალური დისტანცია.

გარდა ამისა, 60 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან სამსახურში მისვლის ვალდებულებისგან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 5 558 შემთხვევა დაადასტურა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3 630 პირი, გარდაცვლილთა რაოდენობა 73-ს შეადგენს.


Print