ახალი ამბები
შსს: მაშველებს ტყიდან დაბა ჯვარის მკვიდრი დაჭრილი მონადირე გამოჰყავთ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყიდან მეხანძრე მაშველები დაჭრილი მონადირის გამოყვანას ცდილობენ. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაშავებული მამაკაცის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა, მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან", - ნათქვამია შსს- ს მიერ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. არსებული ინფორმაციით, მონადირეს თოფი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


Print