ახალი ამბები
ჯვართან ტყეში დაჭრილი მონადირე გარდაიცვალა
წალენჯიხაში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში დაჭრილი 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას თოფი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა. ის მაშველებმა საკაცით ჩამოიყვანეს საავტომობილო გზამდე. მანამდე, მის გამოყვანას ვერტმფრენით ცდილობენ, თუმცა უამინდობისა და რთული რელიეფის გამო ეს ვერ მოხერხდა. 

ადგილზე მამაკაცის ახლობლებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება იყო. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მისი ექსპერტიზაზე გადასვენება გააპროტესტეს, თუმცა საბოლოოდ სიტუაცია განიმუხტა. 


Print