ახალი ამბები
სამეგრელოს კლინიკებში 266 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
სამეგრელოს მასშტაბით სამ კოვიდმიმღებ კლინიკაში 266 კორონავირუსით ინფიცირებული პირი მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში იმყოფება 146 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისა 80. სენაკში, სენამედის კლინიკაში 30 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ფოთის კლინიკაში კი 40 პაციენტი, მათ შორის მძიმე 12-ია.

Print