ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 84 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 84 და გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე მონაცემებით, გუდაუთის საავდამყოფოში ამ ეტაპზე 72 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 23 მძიმე მდგომარეობაშია. 

სოხუმის ინფექციურში 33 კოვიდ დადასტურებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მძიმე მგომარეობაშია 2 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 36 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფიცირებულთა რაოდენობა 5732 ადამიანს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 3661, გარდაცვლილია 77.

Print